სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში. 
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

როგორ გავიგოთ კანის ტიპი სახლის პირობებში

 

დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის გარეშე სახის კანის ტიპის დადგენა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, სახის დაბანიდან 30 წუთის შემდეგ კანზე დავიფინოთ სუფთა ხელსახოცი და თითის ბალიშებით ნაზი მასაჟები გავიკეთოთ შუბლზე, ცხვირზე, ლოყებსა და ნიკაპზე.

5-10 წუთის შემდეგ ხელსახოცს გავხედოთ სინათლეზე. იმ შემთხვევაში თუ --ხელსახოცის მდგომარეობა არ შეიცვალა მანიშნებელია, რომ მშრალი კანის პატრონი ხართ.

თუ ხელსახოცი დასველდა და ფორმა შეიცვალა - თქვენი სახის კანი ცხიმიანია.

ხელსახოცის სხვადასხვა ადგილი შუბლის, ცხვირის, ლოყების მიდამოს შესაბამისად შეიფერა, ლაქები გაჩნდა - კომბინირებულ ტიპზე მეტყველებს.

რეკომენდაციები ყველა ტიპის კანისთვის:

-         შეცვალეთ ბალიშის პირი კვირაში ერთხელ

-         გაისუფთავეთ, დაიბანეთ თმა ძილის წინ

-         დაიტანეთ მზისგან დამცავი (SPF) შემცველობის საცხი გარეთ გასვლამდე 15 წუთით ადრე

-         მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი

ა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს ?

აღსანიშნავია, რომ ცხიმიანი კანი მიდრეკილია აკნესკენ და დანარჩენი კანის ტიპებთან შედარებით პრობლემურია. კანზე გამონაყრის, შეწითლების, გარქოვანების, გაუხეშების დროს საჭიროა სპეციალისტთან (დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი) ვიზიტი. ზოგ შემთხვევაში, გამონაყარი სახის კანის გარდა ტანის მიდამოებშიც იჩენს თავს.

გახსოვდეთ, ადამიანის სახის კანი არამხოლოდ სილამაზის ნაწილია, არამედ ის შეიძლება მიგვანიშნებდეს შინაგანი ორგანოების პრობლემებზეც.

გაითვალისწინეთ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური მოვლისა და მკურნალობის კურსი ჭირდება მისი სახის კანის თავისებურებიდან გამომდინარე.

https://aversiclinic.ge/