კონსილიუმ მედულა

ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
მისამართი
+995 32 212 20 02
ტელეფონი
[email protected]
ელფოსტა

კონსილიუმი ჩვენი კლინიკის მუშაობის ძირითადი პრინციპი და მკურნალობის პროცესში საუკეთესო შედეგის მიღწევის მთავარი მექანიზმია. სამედიცინო პერსონალის გუნდი, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალისტების მონაწილეობას გულისხმობს, ყველა მონაწილე ექიმის აზრის გათვალისწიებით იღებს გადაწყვეტილებას.

კონსილიუმზე შემთხვევის განხილვის მიზანია მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა, რისკების და გართულებების მართვა,  სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

 აღსანიშნავია, რომ კონსილიუმის მუშაობა მხოლოდ შემთხვევის განხილვით და მკურნალობის დაგეგმვით არ შემოიფარგლება. კონსილიუმი იკრიბება იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას პაციენტის ინტერესი მოითხოვს. ყოველ შეკრებაზე კეთდება დეტალური ჩანაწერი.  კონსილიუმის  შედეგი ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის მოთხოვნისთანავე.

 “კონსილიუმ მედულას” მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა კონსილიუმის გზით მუშაობის უპირატესობა. ონკოლოგიური კონსილიუმი კლინიკაში იკრიბება ყოველდღე. სხვა შემთხვევებში არსებობს შეკრების  სავალდებულო, შიდა რეგულაცია, თუმცა პაციენტის ინტერესი ყოველთვის უპირატესია.

კონსილიუმი ანუ გუნდურობა ჩვენი წარმატებული სამედიცინო პრაქტიკის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდია.

დირექტორი

დავით თაბაგარი
  • დიაგნოსტიკა

  • ლაბორატორია

  • სამედიცინო ონკოლოგია

  • ნევროლოგია

  • ქირურგია

  • გინეკოლოგია

  • თერაპია

  • რევმატოლოგია

  • ენდოკრინოლოგია

  • უროლოგია

  • ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია

  • კლინიკური კვლევები

  • საექთნო სამსახური

  • რეზიდენტურა