ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის ყველაზე ხშირი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცის  და ხარისხის დაქვეითებით, მოტეხილობის მაღალი რისკით.

მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით და მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშაა.

ძვლის მასის  შემცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა ,,ჩუმად“ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და გამოიხატოს მოულოდნელად ისეთი მძიმე და საკმოდ ხშირი  გართულებით, როგორიცაა მოტეხილობა. ხშირად მოტეხილობა მცირე ტრავმის გამო ხდება, ხანაც   ტრავმის გარეშეც რაიმე სიმძიმის აწევის,  დაცემინების ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზეგავლენით.

ყველაზე გავრცელებულია ბარძაყის, ხერხემლისა და სხივ მაჯის არის  ოსტეოპოროზული მოტეხილობა, თუმცა არცთუისე იშვიათია სხვა ძვლების  მოტეხილობებიც.

განსაკუთრებით სახიფათოა ბარძაყისა და ხერხემლის არეში  გავითარებული მოტეხილობა, ვინაიდან მაღალია ინვალიდიზაციის რისკი - დამოუკიდებლად გადაადგილების და მოძრაობის უნარის შეზღუდვა. მოტეხილობიდან 1 წლის განმავლობაში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

რა იწვევს ოსტეოპოროზს?

ჩვენი ძვლოვანი სისტემა მუდმივად განახლებადი ორგანო. მასში მუდმივად ხდება ძველი ძვლის დაშლა და ახალი ძვლის წარმოქმნა - რემოდელირება.  სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, შესაძლოა ძვლის დაშლა გახდეს ინტენსიური ან  ძვლის აღდგენის პროცესი შენელდეს  ან ორივე ერთად დაირღვეს და შედეგად მივიღოთ არამდგრადი, არამტკიცე ძვლოვანი კარკასი.

გასათვალისწინებელია  ძვლის ფიზიოლოგიური თავისებურებებიც, ასაკის მატებასთან ერთად როგორც ქალბატონებში ასევე მამაკაცებში ძვლის სიმკვრივე თანდათანობით მცირდება.

ქალბატონებში ეს პროცესი მეტად ჩქარდება მენოპაუზის შემდეგ (ესტროგენების ფიზიოლოგიური დეფიციტის გამო) და თუ ამ პროცეს თან ერთვის დაავადების სხვადასხვა ხელშემწობი ფაქტორი,  ძალიან მაღალია რისკი ოსტეოპოროზისა და ოსტეოპოროზული მოტეხილობის განვითარების

ქვემოთ მოცემულია იმ დაავადებების,  მდგომარეობებისა და მედიკამენტების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ზრდიან ოსტეოპორზის რისკს:

ასაკი >65 წ.
მენოპაუზა მათ შორის ადრეული მენოპაუზა (
ჰიპოგონადური მდგომარეობები ქალბატონებში: ადრეული მენოპაუზა,   მამაკაცებში: ტესტოსტერონის დაბალი დონე
მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია)
ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად  მიღება როგორიცაა:   გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი);  თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია
ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი,  პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი
რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა
კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება
ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება
ნაკლები ფიზიკური აქტივობა
როდის უნდა დავეჭვდეთ ოსტეოპროზზე?

ოსტეოპოროზზე უნდა მივიტანოთ ეჭვი თუ სახეზეა შედმეგი ნიშნები:

აღნაგობის ცვლილება: სიმაღლეში დაკლება, ხერხემლის მოხრა და წინ წამოწეული მუცელი (კიფოზი,ლორდოზი)
ადვილად დაღლა და ზურგის არეში ყრუ ტკივილების არსებობა ერთი და იმავე პოზაში დგომის ან სიარულის დროს
უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს ზურგის არეში განვითარებული ტკივილის ეპიზოდები
პრევენცია

როგორ ყალიბდება მტკიცე ძვლები?

მტკიცე ძვლის ჩამოყალიდება იწყება ბავშვობის ასაკიდან და პიკს 25 - 30 წლის ასაკისთვის აღწევს, შემდგომ ძვლის მასა თანდათანობით ქვეითდება. ძვლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, განსაკუთრებით კალციუმით, D ვიტამინითა და ცილის შემცველი პროდუქტებით.   ორგამიზმის ასაკის შესაბამისი ადეკვატური შევსება,ასევე  ფიზიკური აქტივობა. ზემოთხსენებული ფაქტორების ბავშვობის ასაკიდან ხელშეწყობა სამომავლოდ არის  მტკიდე ცვლოვანი ქსოვილის გარანტი.

დადგენილია რომ ძვლის პიკური მასის 10 % გაზრდა ბავშვობის ასაკიდან ამცირებს მოზრდილებში ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკს 50 % -ით.

ზრდასრული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზული პროცესის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, რათა შევამციროთ მოულოდნელი ოსტეოპოროზული მოტეხილობისა და სხვა მძიმე გართულებების  რისკები.

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებულია დენსიტომეტრიული კვლევა , რომელიც იძლევა ზუსტ დასკვნას ძვლის მინერალის სიმკვრივისა და დაავადების  შესახებ.

https://aversiclinic.ge/