პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა არის იშვიათი, ბავშვის განვითარების დეფექტი რომლის დროსაც ზიანდება ფერადი გარსის და რქოვანას კუთხე.
დაავადება გვხვდება ახალშობილებში და პატარა ბავშვებში.

ცალმხრივია 40%-ში და ორმხრივია 60%-ში. თვალის შიდა წნევა იზრდება (ნორმა 10-22 მმჰგ). 
გლაუკომა ასევე შეიძლება შეგვხვდეს ახალშობილებში, რომლებმაც გადაიტანეს ინტრაოკულარული ქირურგიის შემდგომ თვალის ტრამვა. ასევე ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან როგორიცაა ანირიდია და სხვები, ამ მდგომარეობას უწოდებენ მეორეულ გლაუკომას.
პირველადი გლაუკომის დროს თვალი არის გადიდებული, რადგან სკლერაში და რქოვანაში ხდება კოლაგენის 
დაგროვება და იზრდება თვალის შიდა წნევა. თვალის გადიდება არ ფიქსირდება მოზრდილებში. 
ბავშვებში კი თვალი შეიძლება გადიდდეს 12 მმ-ით, რქოვანა შეთხელებულია და ბუნდოვანი. ასეთ ახალშობილებს აწუხებთ 
ცრემლიანობა და ფოტოფობია.
თუ გლაუკომა არ იკურნება, ე.ი. ოპტიკური ნერვის დაზიანებასთან გვაქვს საქმე და ამ პროცესებმა შეიძლება სიბრმავეც გამოიწვიოს.  
ადრეული ქირურგიული ჩარევები როგორიცაა გონიოტომია, ტრაბეკულოტომია და ტრაბეკულოქტომია მკურნალობის რეკომენდირებული მეთოდებია.