მენინგიომა არის თავის ტვინის მენინგიალური კეთილთვისებიანი სიმსივნე. ეს დაავადება თავს 40 - 60 წლის ასაკში იჩენს, თუმცა ბავშვებშიც შესაძლოა დაავადნენ. ამ ტიპის სიმსივნის განვითარება ხდება ტვინის მყარ გარსში, განსაკუთრებით ამოზნექილ რეგიონებში ვენურ სინუსებთან ახლოს და თავის ქალის ფუძესთან.

გამომწვევი მიზეზები
გენეტიკური მუტაციები ყველაზე ძირითადი გამომწვევი მიზეზია.
განსაკუთრებით NF2 ის მუტაცია, რომელიც ოცდამეორე ქრომოსომაზე მდებარეობს. დაავადებულთა 60%-ს სწორედ ამ გენის დეფექტი აქვს.

სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ თავის ტვინის რომელ ნაწილში მდებარეობს სისმსივნე.
თუ სიმსივნე თავის ქალის ფუძეზეა - მხედველობის დაკარგვით, ოკულომოტორული პარალიზით, ეგზოფთალმოზით გამოიხატება.
ცერებრალური ნაწილის დაზიანების შემთხვევაში - შემეცნებითი დეფიციტით და ინტრაკრანიალური წნევის გაზრდით.
Foramen magnum (კეფის ხვრელის) დაზიანება - სუბოქსიპიტალურ თავის ტკივილს და პარეზს გამოიწვევს რომელიც იფსილატერალურ სხივის ძვალში იწყება და პროგრესირდება იფსილატერალური ფეხისკენ, შემდგომ კონტრალატერალურ ფეხზე და სხივის ძვალზე.
დაზიანების ადგილი ასევე შეიძლება სოლისებრი ძვალი იყოს, მედიალური ზონის დაზიანების შემთხვევაში პაციენტი მხედველობას დაკარგავს. ინტრაკრანიალური წნევის გაზრდამ შეიძლება  მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება და ტვინში თიაქრის წარმოქმნა განაპირობოს.

დიაგნოსტიკა
- მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრამა
- კომპიუტერული ტომოგრაფია

მკურნალობა
- ქირურგიული ჩარევა
- რადიოთერაპია