ვირუსული ნევრიტი იშვიათი შემთხვევაა და ხშირად იწვევს მერვე და მეშვიდე კრანიალურ ნერვების ანთებას.

მას უწოდებენ ასევე herpes zoster oticus. რისკ ფაქტორებია იმუნოსუპრესია, კიბო, ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია, HIV ინფექციები. ტიპიურად ვირუსი ვლინდება კანის ტკივილით და დაზიანებებით.

სიმპტომებია

- მწვავე ტკივილი ყურის ვეზიკულაში
- სახის პარალიზი

-თავბრუსხვევა რომელიც გრძელდება რამდენიმე დღიდან კვირების განმავლობაში

- სმენის დაკარგვა

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლების მიხედვით და თუ საჭირო გახდა შესაძლებებლია მაგნეტურ - რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება.

მკურნალობა ხდება კორტიკოსტეროიდებით, ანტივირუსული წამლებით და ქირურგიული დეკომპრესიით.