ვირუსული კონიუქტივიტი გვხვდება გაციებასთან და სხვა ვირუსულ ინფექციებთან ერთად (ყბაყურა, ჩუტყვავილა, წითურა).
ეპიდემური კერატოკონიუქტივიტი არის გამოწვეული ადენოვირუსის სეროტიპებით 5, 8, 11, 13, 19 , 37  და იწვევს მწვავე კონიუქტივიტს. ფარინგოკონიუქტივური ცხელება ხშირია ადენოვირუსის 3, 4, 7 სეროტიპის დროს.

სიმპტომები
- ინკუბაციის პერიოდის შემდეგ (5 - 12 დღე)  ჩნდება ჰიპერემია, წყლალივით თხელი გამონადენი, თვალის სიწითლე, ლიმფური კვანძების გადიდება, ტკივილი.
- ხშირად თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების  ინფექციები.

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით და მკურნალობა - ცივი კომპრესებით.