ინსულტი არის ერთერთი ჰეტეროგენულ დაავადება, რომელიც ხასიათდება ცერებრული სისხლის მიმოქცევის დარღვევით და ნევროლოგიური დეფიციტით. განარჩენვენ
იშემიურს (80 %), გამოწვეულს თრომბოზით ან ემბოლიით და ჰემორაგიულს (20%)  გამოწვეულს სისხლძარღვოვანი დაზიანებებით (სუბარაქნოიდური ჰემორაგია, ინტრაცერებრული ჰემორაგია)

რისკ ფაქტორები
- ჰიპერტენზია
- სიგარეტი
- დისლიპიდემია
- დიაბეტი
- ინსულინ რეზისტენტობა
- ალკოჰოლიზმი
- სიმსუქნე
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
- ინტრაკრანიალური ანევრიზმა
- ვასკულიტები
- ოჯახის ისტორია


იშემიური ინსულტი არის უეცარი ნევროლოგიური დეფიციტი, გამოწვეული ცერებრალური იშემიით და დაკავშირებულია ტვინის ინფარქტთან.  ყველაზე ხშირი გამომწვევია დიდი არტერიების ათეროთრომბოზული ოკლუზია, არტერიების სტენოზი ჰიპოტენზიასთან ერთად და სხვა.
სიმპტომები ვლინდება იმის მიხედვით თუ სად არის დაზიანება:
წინა ცერებრული არტერია - კონტრალატერალური ჰემიპარეზი, აპათია, აპრაქსიები.
შუა ცერებრული არტერია - კონტრალატერალური ჰემიპარეზი, დისართრია, ჰემიანესთეზია, ჰომონიმურიჰემიანოპია, აპრაქსია.
უკანა ცერებრული არტერია - კონტრალატერალური ჰომონიმურიჰემიანოპია, უნილატერალური კორტიკალური სიბრმავე, მეხსიერების დაკარგვა, ჰემიბალიზმი.
ვერტებრობაზილაური სისტემა - უნილატერალური ან ბილატერალური კრანიალური დეფიციტი (ნისტაგმი, ვერტიგო, დისფაგია, დისართრია, დიპლოპია, სიბრმავე), კომა, სიკვდილი.
ლაკუნარული ინფარქტი - მოტორული ჰემიპარეზი, ატაქსიური ჰემიპარეზი, სენსორული ჰემიპარეზი, დისართრია,

დიაგნოსტიკა
- კლინიკური ისტორია
- ვიზუალიზაციური კვლევები

ჰემორაგიული ინსულტი

ჰემორაგიული ინსულტი გამოიხატება სისხლდენით ტვინში. გვაქვს ინტრაცერებრალური და სუბარაქნოიდული. როდესაც ტვინში სისხლძარღვები სუსტდება, ინულტის წარმოქმნის რისკი იზრდება.