ქოროიდული მელანომა: ქოროიდული მელანომა წარმოიქმნება ქოროიდული მელანოციტებიდან. ეს არის თვალის ერთერთი ხშირი ავთვისებიანი სიმსივნე და გავრცელებულია თეთრკანიანებში. დაახლოებით 2500-იდან ერთი თეთრკანიანი არის ამ დაავადების რისკის ქვეშ.  ნაკლებად ხშირია შავკანიანებში და მუქი კანის ფერის ადამიანებში. გვხვდება 55-დან 60 წლამდე ასაკში.
თუ მელანომა გავრცელდა და წარმოქმნა მეტასტაზები ფატალურად შეიძლება დამთავრდეს. დიაგნოსტიკა ხდება ფუნდოსკოპიით და სხვა ტესტებით როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია. პატარა კიბოები ინკურნება ლაზერით, რადიაციით და იმპლანტებით, თუმცა ძალიან იშვიათად გამოიყენება ლოკალური ამოკვეთა რადგან პაციენტები შორსწასულ შემთხვევებში მიმართავენ ექიმს.

ქოროიდული მეტასტაზები: ქოროიდული მეტასტაზები ვასკულიზირებულია.  ხშირი პირველადი სიმსივნე რომელიც იწვევს ამ სახის მეტასტაზებს ქალებში არის მკერდის კიბო, ხოლო მამაკაცებში - პროსტატის კიბო.
სიმპტომები ვითარდება გვიან და მოიცავს მხედველობის დაკარვას და ბადურის განშრევებას.
დიაგნოსტიკა ხდება ოფთალმოსკოპიით, ულტრაბგერითი გამოკვლევით. მკურნალობა კი დამოკიდებულია პირველად გამომწვევ მიზეზზე და ხშირად საჭიროებს ქიმიოთერაპიას ან რადიაციულ თერაპიას.