თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთების სიმსივნეები ძირითადად არიან გარდამავალ უჯრედოვანი ტიპის კიბოები და ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნეები. გარდამავალი უჯრედოვანი კიბო ძირითადად შეადგენს თირკმლის სიმსივნეების 7-15%-ს. რისკ ფაქტორები (მოწევა,ფენაცეტინის ხშირი მოხმარება, გრძელვადიანი ციკლოფოსფამიდის გამოყენება, ქრონიკული გაღიზიანება, ქიმიური ნივთიერებები)

სიმპტომები და გამოვლინებები

ბევრ პაციენტს აქვს ჰემატურია, დიზურია (მტკივნეული შარდვა), გახშირებული შარდვა შეიძლება გამოვლინდეს თუ შარდის ბუშტიც არის ჩათრეული. შეტევითი ხასიათის ტკივილი შეიძლება თან ახლდეს ობსტრუქციას. ჰიდრონეფროზს იწვევს თირკმლის მენჯის სიმსივნე.

დიაგნოზი

ულტრასონოგრაფიით და კომპიუტერული ტომოგრაფიით (კონტრასტთან ერთად),

ციტოლოგია ან ჰისტოლოგია.