საშარდე გზები ხშირი ადგილია სადაც შეიძლება შეგვხვდეს თანდაყოლილი ანომალიები. ბევრი ანომალია ასიმპტომურია, დიაგნოსტიკა ხდება პრენატალური ულტრასონოგრაფიით. მრავლობითი შემკრები სისტემები შეიბლება იყოს როგორც ცალმხრივი ასევე ორმხრივი და მოიცავს თირკმლის მენჯსა და შარდსაწვეთებს. მაგაილითად შეიძლება იყოს გაორმაგებული ან გასამმაგებული რენალური მენჯი ან შარდსაწვეთები, რომელიც განსხვავდება 2 თირკმლის შეზრდისგან (აქ ორი დამოუკიდებელი თირკმლის პარენქიმის შეზრდა ხდება და არა გაორმაგება)

ხშირია ასეთ დროს ვეზიკოურეთრალური რეფლუქსი (VUR). ამ ანომალიების მენეჯმენტი დამოკიდებულია მათ ანატომიურ მდებარეობასა და ფუნქციებზე. ობსტრუქციისა და ვეზიკოურეთრალური რეფლუქსის  შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.