პნევმოკონიოზები გამოწვეულია მავნე ნივთიერებების შესუნთქვით.

ასბესტოზი - არის ფილტვების ოკუპაციური დაავადება რომელიც გამოწვეულია ასბესტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესუნთქვით. შედეგად კი ვითადება ფილტვების პარენქიმის ფიბროზი.
ეს ნივთიერება ხშირია გემსაშენ ქარხნებში, იქ სადაც ხდება წიაღისეულის მოპოვება.
სიმპტომებს მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, ხველა და ხიხინი (განსაკუთრებით მწეველებში), გულმკერდის ტკივილი.
რენტგენოლოგიურად გვხვდება პლევრის შესქელება, ფოლაქები და კალციფიკატები დიაფრაგმის დონეზე.
დიაგნოსტიკა ხდება ბიოფსიით. სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს.
სილიკოზი - გამოწვეულია სილიკატების ზემოქმედების შედეგად. სიმპტომები იგივეა რაც ასბესტოზის დროს გვხვდება. რენტგენოლოგიურად გვხვდება ფოლაქები (1-10 მმ) და ფილტვის ზედა ნაწილში ხდება ქსოვილის დაზიანება.