მენჯის ტკივილი ადრეული ორსულობისას შეიძლება შეგვხვდეს სხვა სერიოზულ ან უმნიშვნელო დაავადებებთან ერთად. ზოგი მდგომარეობა იწვევს როგორც მენჯის ტკივილს ასევე ვაგინალურ სიხხლდენას.

ეტიოლოგია
მენჯის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია
- ორსულობა
- გინეკოლოგიური დაავადებები
- სპონტანური აბორტი
- ექტოპიური ორსულობა
- ვირუსული გასტროენტერიტი
- აპენდიციტი
- ანთება
- ზედა საშარდე გზების ინფექციები
- ნეფროლითიაზი.

საჭიროა პაციენტის გამოკვლევა, გამოკითხვა თუ რა სახის ტკივილი აწუხებს (უეცარია თუ ხანგრძლივი), ლოკაცია (ლოკალიზებულია თუ დიფუზური), მახასიათებლები. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტის სხვა ნიშნების შეფასება, თუ აქ ვაგინალური სისხლდენა, სინკოპე, დიზურია, ვაგინალური გამონადენი, ღებინება ან სხვა.

ექტოპიური ორსულბის რისკ ფაქტორები: სიგარეტის მოწევა, 35 წელს გადაცილებული ქალი,  ანამნეზში მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, ბევრი სქესობრივი პარტნიორი.

სპონტანური აბორტის რისკ ფაქტორები: 35 წელს გადაცილებული ქალი, სიგარეტის მოწევა, წამლები (კოკაინი, ალკოჰოლი, კოფეინი), ლეიომიომა, ანამნეზში მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, თიაქარი.