ობსტრუქციული უროპათია არის  ნორმალური შარდის დინების სტრუქტურული და ფუნქციური დაბრკოლება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმის დისფუნქცია. ბავშვებში ეს დაავადება  გამოწვეულია თანდაყოლილი ანომალიებით, ხოლო ზრდასრულებში გვხვდება 60 წლის ზევით - მამაკაცეში. რისკს ზრდის კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია და პროსტატის სიმსივნე. დაახლოებით 4%-ში ობსტრუქცია იწვევს ბოლო სტადიის რენალურ დაავადებას.

ყველაზე ხშირი გამომწვი არის:

ბავშვებში - ანატომიური ანომალიები

მოზრდილებში -კენჭები

ზრდასრულებში - რეტროპერიტონეალური ან მენჯის ღრუს სიმსივნეები

ობსტრუქცია შიძლება  განვითარდეს საშარდე სისტემის ნებისმიერ დონეზე. ობსტრუქციის პროქსიმალურ ნაწილში იზრდება ინტრალუმინალური წნევა, ხდება შარდის სტაზი, ინფექციბი ან კენჭების ჩამოყალიბება. ობსტრუქცია უფრო ხშირია მამაკაცებში, თუმცა შეძენილი და თანდაყოლილი ურეთრალური არხის შევიწროება ორივე სქესში გვხვდება თანაბრად.

სიმპტომები - ტკივილი ხშირია როდესაც ობსტრუქცია მიაღწევს შარდის ბუშტსა და შემკრებ სისტემას, ვლინდება ფერდის ტკივილით და ორმხრივი ირადიაციით საზარდულისკენ. ტკივილი ძირითადად გულმკერდის მე-11, მე-12 მალთაშუა რეგიონშია. ობსტრუქცია თუ არის ცალმხრივი შარდის რაოდენობა არ მცირება, ხოლო თუ ორმხრივია ვლინდება დიზურიით, პიურიით, კოსტოვერტებრალური ტკივილითა და ცხელებით.

დიაგნოზი და მკურნალობა

შარდის ანალიზი, ელექტროლიტები, კრეატინინი

ცისტოურეთროგრაფია

მკურნალობის მთავარი მიზანია მოხდეს ობსტრუქციის აღმოფხვრა რომელიც ძირითადად ოპერაციით ხდება.