ნეიროგენული შარდის ბუშტი არის შარდის ბუშტის დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია ნევროლოგიური დაზიანებით. შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებმა, როგორიცაა ამიოტროპული ლატერალური სკლეროზი, ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება და სხვა. პერიფერიული ნერვების (დიაბეტური, ალკოჰოლური ნეიროპათიები) დაზიანება. ხოლო შარდის ბუშტის ობსტრუქციის მთავარი გამომწვევი პროსტატის ჰიპერპლაზია, პროსტატის სიმსივნე  და შარდსადინარის არხის შევიწროვებაა.

არსებობს ნეიროგენული შარდის ბუშტის რამდენიმე ფორმა

1. ჰიპოტონური - ამ დროს შარდის ბუშტის მოცულობა დიდია ხოლო წნევა შემცირებული, კუმშვადობა საერთოდ არ გვაქვს. გამოწვეულია პერიფერიული ნერვების დაზიანებით S2 - S4 დონეზე.

2. სპასტიკური - ამ დროს შარდის ბუშტის მოცულობა ნორმალურია ან შემცირებული, ხდება უნებლიე შეკუმშვები. გამოწვეულია თავის ტვინისა და ზურგის ტვინის დაზიანებით T12-ის ზევით. სფინქტერის რელაქსაცია უკონტროლოა.

3. შერეული - (ჰიპოტონური და სპასტიკური) შეიძლება გამოიწვიოს სიფილისმა, შაქრიანმა დიაბეტმა, ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეებმა, დეგენერაციულმა დაავადებებმა.

სიმპტომრბი

პაციენტს აღენიშნება შარდის შეკავება, ბევრ მამაკაცს აღენიშნება ერექციული დისფუნქცია. ასევე შეიძლება იყოს გახშირებული შარდვა და ნოქტურია. გართულებებია საშარდე გზების ინფექციები და კენჭოვანი დაავადებები.

დიაგნოზი

თირკმლის ულტრასონოგრაფია

კრეატინინის ანალიზი

ცისტოგრაფია, ცისტოსკოპია, ცისტომეტროგრაფია.