მძიმე მეტალები და სხვა ტოქსინები  იწვევენ ტუბულოინტერსტიციულ დაავადებებს. მძიმე მეტალები (ტყვია, კადმიუმი, სპილენძი) და სხვა ტოქსინები იწვევენ ქრონიკულ ნეფრიტებს.

ტყვიის ნეფროპათია

ეს ხდება მაშინ როდესაც ტყვიის დაგროვება ხდება პროქსიმალურ ტუბულარულ უჯრედებში. მოკლე ვადიანი მოწამვლა იწვევს ჰიპერურიცემიას, ამინოაციდურიას, რენალურ გლუკოზურიას.

ქრონიკული იწვევს ფიბროზს, ჰიპერტენზიას, პოდაგრას. რისკის ქვეშ არიან: ბავშვები, ლითონ შემდუღებლები.

კადმიუმის ნეფროპათია

კადმიუმით მოწამვლა ხდება წყლიდან, საკვებიდან და თამბაქოდან. ძირითადად ასიმპტომურია და იწვევს ნეფროპათიას, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ამინოაციდურია, რენალური გლუკოზურია. დიაგნოსტიკა ხდება რადიოიმუნოანალიზით და კადმიუმის რაოდენობის განსაზღვრით შარდში.