მენიერის დაავადება არის შიდა ყურის დაავადება , რომელიც იწვევს თავბრუსხვევას,  სმენის დაკარგვას და ტინიტუსს. ვითარდება მაშინ როდესაც ხდება წნევის და მოცულობის ცვლილებები ენდოლიმფაში და გავლენას ახდენს შიდა ყურის თვისებებზე.  
რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ოჯახური ანამნეზი, რადგან ეს დაავადება გენეტიკურ ხასიათს ატარებს

პაციენტს თუ უეცრად დაემართა თავბრუსხვევა და გაგრძელდა 1-დან 6 საათამდე, რაც ძალიან იშვიათია, ჩვეულებრივ თან ახლავს ღებინება და გულისრევა. თანმხლები სიმპტომებია: ძლიერი ოფლიანობა, დიეარეა, ტინიტუსი.

დიაგნოსტირება ხდება კლინიკური მახასიათებლებით და აუდიოგრამით. მკურნალობისთვის კი გამოიყენება ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ანტიჰისტამინურები, ბენზოდიაზეპინები, მარილის დაბალი შემცველობის დიეტა და დიურეტიკები.