ლიმფოციტური მასტოპათია ცნობილია როგორც სკლეროზული ლიმფოციტური ლობულიტის სახელით. მასტოპათია ხასიათდება მკვრივი პალპირებადი მასებით. ხშირია ატროფიული სადინარები და ლობულები, გასქელებული ბაზალური მემბრანა, რომელიც შემოსაზღვრულია  ლიმფოციტური ინფილტრატებით. ეს დაზიანება ხშირია ისეთ პაციენტებში ვისაც აქვთ პირველი ტიპის დიაბეტი ან ავტოიმუნური თიროიდული დაავადება ამიტომ არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამ დაავადებას აუტოიმუნური საფუძვლები აქვს. კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია განვასხვავოთ მკერდის სიმსივნისგან. დიაგნოსტიკა ხდება მამოგრაფიით.