კელერის დაავადება არის ტერფის ეტლისებრი ძვლის ოსტეოქონდოზი.
დაავადება ძალიან იშვიათია და გვხვდება 3-დან 5 წლამდე ბაავშვებში (უფრო ხშირია ბიჭებში).
გამოიხატება ფეხის შეშუპებით, დაზიანებული ადგილის სიწითლით, გამაგრებებით, კოჭლობით.
გამომწვევი მიზეზები ამ დაავადების უცნობია. ძვლების ოსიფიკაცია იწყება 18-24 თვიდან გოგონებში, ხოლო ბიჭებში 24-30 თვის ასაკში.
დიაგნოსტიკა ხდება ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით და ფეხის რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
კელერის დაავადება თავისით ქრება რამოდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ ფეხის ბანდაჟის ტარება რეკომენდირებულია.