თირკმლის კენჭოვანი დაავადება ხასიათდება მყარი ნაწილაკის არსებობით რენალურ სისტემაში, რომელიც იწვევს საშარდე გზების ობსტრუქციას (დახშობას). თირკმლის კენჭები სხვადასხვა შემადგენლობისაა - ყველაზე ხშირად (85%-ში) კალციუმის ოქსალატები გვხვდება,10%-შარდმჟავა, ხოლო 2%-ცისტინი. ამ ნივთიერებების მომატება ან არაადექვატური გამოყოფა ორგანიზმიდან განაპირობებს მათ დაგროვებას. გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ კენჭების ჩამოყალიბებაში. თირკმლის კენჭებმა შეიძლება დააზიანოს თირკმლის პარენქიმა, გადავიდეს შემკრები მილებიდან  შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში და შარდსადინარში და გამოიწვიოს ობსტრუქცია. კენჭის ზომის შესაბამისია სადინარის ობსტრუქცია.

სიმპტომები

დიდი კენჭი რომელიც ჯერ კიდევ თირკმლის პარენიმაშია ასიმპტომატიურია, არ გამოვლინდება ტკივილით. ხოლო როდესაც კენჭი მოძრაობს მას თან ახლავს შეტევითი ხასიათის ტკივილი (თირკმლის კოლიკა), თირკმლის ჭვალი, რომელიც 20-60 წუთამდე გრძელდება. ტკივილი ძირითადად ბოქვენის  ქვედა არეშია, რომელიც შეიძლება გადაეცეს მუცლის არეს. ტკივილს თან ახლავს შეუკავებლობა და მოშარდვის შემდეგ დაუცლელობის შეგრძნება. ხშირია ღებინება და გულისრევა. თირკმლის კოლიკის დროს პაციენტი ვერ ისვენებს, არ შეუძლია დაწოლა და ხშირად იცვლის პოზიციას. ზოგ პაციენტში პირველი სიმპტომი ჰემატურიაა (სისხლიანი შარდი). ხშირია ინფექცია, რომელიც კენჭის მიერ ობსტრუქციის ადგილას შეიძლება გაჩნდეს, ეს კი საყურადღებოა, რადგან ინფექცია შეიძება პიელონეფრიტით გართულდეს.

დიაგნოსტიკა

შარდის ანალიზი, რადიოლოგიური სურათი, კენჭის შემადგენლობის გამოკვლევა .