კავაზაკის დაავადება არის ვასკულიტი, რომელიც აზიანებს კორონარულ არტერიებს. გვხვდება ახალშობილებში და ბავშვებში 1-დან 8 წლამდე. ძირითადად დაავადების დროს საშუალო ზომის არტერიები ზიანდება (კორონარული არტერიების უმეტესობა).
დაავადების ადრეული გამოვლინება არის მიოკარდიტი და გულის უმარისობა, არითმიები, ენდოკარდიტი, პერიკარდიტი, კორონალური არტერიის ანევრიზმა.  დიდი კორონალური არტერიის ანევრიზმა (>8 მმ ექოსკოპიით) იშვიათია, მაგრამ რისკია ტამპონადის, თრომბოზის და ინფარქტის.
ექსტრავასკულარულ ქსოვილებში ხშირია ანთება, ასევე ხშირია რესპირატორულ ტრაქტში, პანკრეასში, სანაღვლე გზებში, თირკმელში. ეტიოლოგია უცნობია, მაგრამ  კლინიკური გამოკვლევით ჩანს იმუნური სისტემის ჩართულობა და ინფექციის ნიშნები.

დაავაადება პროგრესირებს. ცხელება იწყება მინიმუმ 5 დღეში და შეადგენს 39 C,  ეს პროცესი ასოცირებულია ლეთარგიასთან და მუცლის ტკივილთან. 5 დღეში, პოლიმორფული, ერითემატოზური გამონაყარი იჩენს თავს. პირველად ტანზე, შემდეგ კი გადადის პერიფერიულ მიდამოებზე. გამონაყარი არის ურტიკარიული და ერითემული. ასევე დამახასიათებელია წითელი ენა, ლეიკორიხია პარციალის,  ფერისშეცვლა, კისრის ლიმფადენოპათია (>1 კვანძი, 1.5< სმ).

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური კრიტერიუმებით, ლაბორატორიული ტესტებით (სისხლის საერთო, ანტისხეულები, რევმატოიდული ფაქტორი, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ჰემოკულტურა).

თერაპია იწყება 1-დან 10 დღის განმავლობაში და გამოიყენება ინტრავენული იმუნოგლობულინი ასპირინთან ერთად.