ინფექციური ენდოკარდიტი არის გულის შიდა შრის ენდოკარდიუმის ინფექცია, რომელსაც ბაქტერია იწვევს.
ნორმალური გული რეზისტენტულია ინფექციების მიმართ. ბაქტერიები და სოკოები ადვილად ვერ იჭრებიან ენდოკარდიალურ ზედაპირზე. ენდოკარდიული ფაქტორების დაზიანებას თანხმლები დაავადებები უწყობენ ხელს, ისეთი როგორებიცაა, გულის მანკები, სარქვლოვანი დაავადებები, მიტრალური სარქვლის პროლაფსი, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.  
არსებობს ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, რომელიც ძალიან ნელა პროგრესირებს. გამომწვევი მიზეზია: Streptococcus viridans, Microaerophilia, D streptococci, Staphylococcus aureus, Hemofilus, Staphylococcus epidermidis.
მწვავე ბაქტერიულ ენდოკარდიტს იწვევს A streptococci, ხოლო გულის სარქვლოვან ენდოკარდიტს იწვევს Aspergiluss, Candida, S. epidermidis, Actinombacillus actinomycetemcomitans, Cardiobacterium hominis.

სიმპტომები
-სიცხე
-ღამით ოფლიანობა
-წონაში კლება
-ბადურის ემბოლია
-შოკი
-ჰემოპტიზი

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ჰემოკულტურა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევები.
ასევე შარდის ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი, იმუნური კომპლექსები, რევმატული ფაქტორები.

მკურნალობა
მკურნალობისთვის საჭიროა ანტიმიკრობული პრეპარატები.
ანტიბიოტიკები-ნაფცილინი 2გ. ინტრავენულად. ასევე გამოიყენება ამპიცილინი, გენტამიცინი, პენიცილინზე ალერგიულ პაციენტებში ვანკომიცინი.
ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაა მიზანშეწონილი.