იდიოპათიური სქოლიოზი ყველაზე გავრცელებული სქოლიოზის ფორმაა და გვხვდება 2-4% ბავშვებში 10-დან 16 წლამდე. ერთნაირი სიხშირით გვხვდება ბიჭებში და გოგონებში.   
გენეტიკური ფაქტორები რომლებიც განაპირობებენ ამ მდგომარეობის განვითარებას არის მუტაციები, კერძოდ CHD7 და MATN1 მუტაცია.

სიმპტომები

სქოლიოზზე ეჭვი მიგვაქვს მაშინ როდესაც ერთხი მხარი მეორესთან შედარებით მაღლაა  ან როდესაც ტანსაცმელი ბავშვს კარგად არ ერგება, მაგრამ არის შემთხვევები რომელსაც ჭირდება ფიზიკური გამოკვლევა. სხვა მახასიათებლებია: გულმკერდის ასიმეტრიულობა ან ფეხების სიგრძის შეუსაბამობა.
პაციენტი ძირითად შემთხვევაში უჩივის წელის რეგიონში შებოჭილობას ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოსტიკა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. ხოლო მკურნალობა ფიზიკური თერაპიით, ზოგი შემთხვევა კი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.