ლიმფოგრანულომატოზი ლიმფორეტიკულარული სისტემის უჯრედების ავთვისებიანი პროლიფერაციაა. პირველი რაც ზიანდება არის ლიმფური კვანძები, ელენთა, ღვიძლი და ძვლის ტვინი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოვებით7500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად.

ეტიოლიოგია
ლიმფოგრანულომატოზი  B უჯრედების კლონური ტრანსფორმაციითაა გამოწვეული და წარმოიქმნება რიდშტემბერგის უჯრედები.
ზუსტი რისკ ფაქტორი უცნობია თუმცა გენეტიკური და გარემო ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს.

სიმპტომები
პაციენტების უმეტესობას აქვს კისრის ადენოპათია.
ცხელება, ღამით ოფლიანობა და წონის კარგვაც დამახასიათებელია (სხეულის მასის >10 % იკარგება 6 თვეში).
ლოკალური კომპრესიები სიმსივნის დროს, ანუ მასის ეფექტი იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას როგორიცაა სიყვითლე, ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, ხიხინი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალიზაციური კველვების დახმარებით (რენტგენი, კომპიუტერულიტომორაფია, მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია), სისხლის საერთო ანალიზი, ტუტე ფოსფატაზა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ბიოფსია.