თავის ტკივილის რამოდენიმე ფორმას განარჩევენ.
კლასტერული (Cluster) - დაკავშირებულია პერიორბიტალურ ან საფეთქლის ნაწილის ტკივილთან. ხასიათდება ასევე ლაკრიმაციით, ფტოზით, ცხვირიდან გამონადენით. ასეთი პაციენტები იღვიძებენ ტკივილით, ტკივილი ძირითადად ცალმხრივია და 30 წუთიდან 1 საათი გრძელდება. მკურნალობენ ტრიპტანებით ან დიჰიდროერგოტამინით.
შაკიკი (Migraine) - ქრონიკული, ეპიზოდური ტკივილია. შეიძლება 4 საათიდან 72 საათი გაგრძელდეს. უფრო ხშირი ქალებშია ვიდრე კაცებში. თავის ტკივილი იწყება მენსტრუაციის, ნერვიულობის, ამინდის ან ალკოჰოლის მიღების შემდგომ.  
დიაგნოზი კლინიკურია.
მკურნალობა ხდება სეროტონინ B1, 1D რეცეპტორის აგონისტებით, ტკივილ გამაყუჩებლებით.
მოჭერითი (Tension) - ეს არის მოჭერითი ხასიათის ტკივილი, თან ახლავს ფოტოფობია და გულისრევა. ამ სახის ტკივილი გრძელდება 1 საათიდან რამდენიმე დღის გამნავლობაში.