გინეკომასტია (მამაკაცის მკერდის გადიდება) არის ერთადერთი კეთილთვისებიანი დაზიანება რომელიც აღმოჩენილია კაცის მკერდში. ვლინდება როგორც სუბარეოლური გადიდება და შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი ასევე ორმხრივი. მიკროსკოპულად ვლინდება კოლაგენური შემაერთებელი ქსოვილის გადიდება, რომელიც დაკავშირებულია ეპითელურ ჰიპერპლაზიასთან. ხშირია მიკროპაპილები. გინეკომასტიის ძირითადი გამომწვევი მიზეზებიზა:

ესტროგენის იმბალანსი, რომელიც იწვევს ძუძუს ქსოვილის სტიმულაციას და ანდროგენი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროცესს. გინეკომასტია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკშო ჰიპერესტრინიზმის გამო. ყველაზე ხშირი გამომწვევი კი ღვიძლის ციროზია, რადგან ესტროგენის მეტაბოლიზმში ღვიძლი იღებს აქტიურ მონაილეობას. დიაგნოსტიკა ხდება ინსპექციით და ულტრასონოგრაფიით.