ძუძუს გრანულომატოზურ ანთებას იწვევს სისტემური გრანულომატოზური დაავადებები (სარკოიდოზი, ტუბერკულოზი) ან გრანულომატოზური ლობულარული მასტიტი. ეს დაავადება იშვიათია და ძირითადად გვხვდება მეძუძურ ქალებში. დაავადების განვითარების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ლაქტაციის დროს ხდება ანტიგენის საწინააღმდეგოდ. ასევე შეიძლება განვითარდეს ცისტური ნეიტროფილური გრანულომატოზური მასტიტი, რომელსაც კორინებაქტერია იწვევს. ლოკალიზებული ინფექცია ასევე შეიძლება გამოიწვიოს მიკობაქტერიამ ან სოკომ, რომელიც იშვიათია და ძირითადად გვხვდება იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში. რისკ ფაქტორია დვრილის პირსსინგი. მკურნალობა ხორციელდება სტეროიდებით.