მულტიფორმული გლიობლასტომა თავის ტვინის ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა. გვხვდება პირველადი და მეორადი ფორმა.
პირველადი გვხვდება 50 წელს გადაცილებულ მოზრდილებში. ასეთი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება. მეორე ტიპის კი უფრო ხშირია და მისი სამიზნე ჯგუფი მოზარდები არიან. ორივე ტიპის სიმსივნე ასოცირებულია გენეტიკურ მუტაციებთან. მაგალითად p53 და ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორის მუტაცია მეორე ტიპის მულტიფორმულ გლიობლასტომას იწვევს.

სიმპტომები
კლინიკური ანამნეზი ასეთი პაციენტების ძალიან ხანმოკლეა, თუმცა არსებობს საერთო სიმპტომები როგორიცაა  ნევროლოგიური დეფიციტი, თავის ტკივილი, ინტრაკრანიალური წნევის ზრდა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება და კრუნჩხვები. თავის ტკივილი ასეთ პაციენტებს ძირითადად დილით უმწვავდებათ.
ფოკალურ სიმპტომებს მიეკუთვნება: ჰემიპარეზი, ვიზუალური დეფიციტი, აფაზია და ა.შ.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზის დასმისთვის სპეციფიური ტესტები არ არის ხელსაყრელი, ამიტომ ორგანოების ვიზუალიზაციის კვლევებს მიმართავენ.
ესენია: კომპიუტერული ტომოგრაფია და პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფია. ასევე გამოიყენება სხვა კვლევის მეთოდები როგორიცაა ლუმბარული პუნქცია და ელექტროენცეფალოგრამა.

მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთას  და ქიმიოთერაპიას.