ეპისკლერიტი არის განკურნებადი, თვალის ზედაპირული ნაწილის - ეპისკლერის ქსოვილის ანთება. გვხვდება ახალგაზრდებში, უფრო ხშირად ქალებში ვიდრე კაცებში.  ასოცირებულია შემაერთებელქსოვილოვან დაავადებებთან. იშვიათად უკავშირდება სისტემურ დაავადებებს.
გამოხატულია სიწითლით, ჰიპერემიული, შეშუპებული, ნოდულებით.

ეპისკლერიტი განსხვავდება კონიუქტივიტისგან ჰიპერემიით და ლოკალიზაციით.
მკურნალობისთვის გამოიყენება ადგილობრივი კოტრიკოსტეროიდები როგორიცაა პრედნიზონის აცეტატი, 1 %-იანი წვეთები 7 დღის განმავლობაში, 3 კვირის  განმავლობაში ხდება ნიშნების შემცირება და განკურნება. ასევე გამოიყენება პერორალური ანთების საწინააღმდეგო
არასტეროიდულ მედიკამენტები.
კორტიკოსტეროიდები ინიშნება ოფთალმოლოგის მიერ. ტოპიკალური ვაზოკონსტრიქტორების (ტეტრაჰიდროზოლინი) მიღება დამოკიდებულია გამოვლინებებზე და ექიმის მიერ უნდა შეფასდეს მისი გამოყენების აუცილებლობა.