არის ეგზოფიტური მასა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის და გვხვდება საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ღრუში. არის ერთი ან რამდენიმე. კლინიკურად შეიძლება იყოს ასიმპტომური, მაგრამ ასევე შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენით (ინტრამენსტრუალური, მენომეტრორაგია, პოსტმენოპაუზური). პოლიპი შეიძლება დაწყლულდეს და განვითარდეს ნეკროზი. ენდომეტრიული პოლიპები შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტის ტამოქსიფენით მკურნალობის შემდგომ, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს მკურნალობისთვის. დიაგნოსტიკა ხდება ვაგინალური ულტრასონოგრაფიით.