სათესლეების ემბრიონალური კარცინომა გვხვდება 20-30 წლის ასაკში. ეს სიმსივნე უფრო აგრესიულია ვიდრე სემინომა, მაგრამ მასით უფრო პატარაა. მორფოლოგიურად არის ცუდად დიფერენცირებული სიმსივნე, ჰიპერქრომული ბირთვებითა და მიტოზური აქტივობით. პაციენტს გამოხატული აქვს სათესლეების გადიდება, არის უმტკივნეულო.

სიმსივნეს ახასიათებს როგორც ლიმფური ასევე სისხლისმიერი გზით გავცელება. მეტასტაზები ხშირია ფილტვებში, ღვიძლში, ძვლებსა და ტვინში.

დიაგნოსტიკა ხდება ბიოფსიით.