ენტროპიონი არის ქუთუთოს გადმობრუნება, ექტროპიონი კი ქუთუთოს ქვედა ნაწილის დაავადებაა.
ენტროპიონი: დაკავშირებულია ასაკის მატებასთან, ქსოვილის მოდუნებასთან, პოსტინფექციურ ცვლილებებთან (ტრაქომა), პოსტტრავმულ გარემოებებთან ან ბლეფაროსპაზმთან. პაციენტს აწუხებს თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა და ჩაწითლებული თვალი. დიაგნოზი კლინიკურია და მკურნალობა ქირურგიული ჩარევით ხდება.
ექტროპიონი: ექტროპიონი არის ქვედა ქუთუთოს გადმობრუნება და ესეც ასაკთან და ქსოვილის მოდუნებასთანაა დაკავშირებული, ასევე მეშვიდე კრანიალური ნერვის პარეზთან, პოსტტრავმულ და პოსტქირურგიულ ცვლილებებთან.
სიმპტომებია: ცრემლდენა (ცრემლების გადმოდინება ნაზოლაკრიმალური სისტემიდან), მშრალი თვალი. მკურნალობისთვის საჭიროა ხელოვნური ცრემლები, თვალის ლუბრიკანტები და ქირურგიული ჩარევა.