ეკლამფსია თან სდევს პრეეკლამფსიას (ჰიპერტენზია, პროტეინურია, შეშუპება), რომელიც მისი გართულებული ვარიანტია. ეკლამფსია ვითარდება როდესაც პრეეკლამფიის გამოვლინებებს ემატება გულყრები. ამ დროს დედაც და ნაყოფიც კრიტიკულ მდგომარეობაშია, შესაძლოა ორივე მათგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე დაემართოს. ამიტომაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. ეს ძირითადად მე-20 კვირის შემდეგ ვითარდება.