თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.  ობსტრუქცია ხელს უშლის საკვების მოძრაობას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
თორმეტგოჯა ნაწლავი არის წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილი, როდესაც ის ზიანდება, საკვები, გაზები, სითხე რომელიც უნდა გადავიდეს ნაწლავებში გროვდება დაზიანების ადგილას.     
გამუდმებული ღებინება (მომწვანო ფერის, რაც მიუთითებს ზედა ნაწლავების ობსტრუქციაზე) ხშირია, ასევე გვხვდება დეჰიდრატაცია (წყლის და ელექტროლიტების არადაბალანსებული მდგომარეობა).
თორმეტგოჯას მალროტაცია ძალიან იშვიათი დაზიანების ტიპია, გვხვდება ჩვილებში დაბადებიდან პირველ კვირას.

სიმპტომები
- ღებინება (მწვანე ფერის)
- სიყვითლე
- ლეთარგია
- დიარეა
- ნერწყვდენა
- მუცლის ღრუში პალპაციური მასები
- წონაში კლება

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. ასევე საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, BUN , თირკმლის და პანკრეასის ფუნქციური სინჯები, შარდის ანალიზი, კოაგულაციური ტესტები.
მკურნალობისთვის კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა