ენდემური ფლუოროზი კბილის მაგარი ქსოვილის განვითარების დარღვევაა. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მისი წარმოქმნის მიზეზი ფტორის სიჭარბეა. ფტორი ბევრი მინერალის შემადგენილი ნაწილია. ზრდასრული ადამიანი ყოველდღიურად მას საკვების საშუალებით იღებს. მას გარკვეული ტოქსიური ეფექტები აქვს. იწვევს ტოქსიურ მოქმდებას ამელობლასტებზე.
არსებობს სარძევე კბილების ფლუოროზიც, რომელიც აღინიშნება ისეთ რეგიონებში სადაც ფტორის შემცველობა საკვებში და სასმელში მაღალია.
ფლუოროზი სანამ იწყება, ასიმპტომატურია. მინანქრის ფერი და ფორმა შეუცვლელი რჩება. შემდგომ ლაქების მსგავსი კერები ყალიბდება, რასაც დაზიანებები იწვევს. შორს წასულ შემთხვევებში აღინიშნება გვირგვინების ფერის შეცვლა (ყვითელი ან ღია ყავისფერი). მძიმე ფორმის დროს ხდება ეროზიების ჩამოყალიბება და დესტრუქცია.
სიმპტომები დაკავშირებულია იმაზე თუ რა სირთულისაა ფლუოროზი.
დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფიზიკური გამოკვლევა და სიმპტომატიკის სწორად შეფასება. მკურნალობა კი სტადიაზეა დამოკიდებული. ლაქების მოცილება მიკროაბრაზიით ხდება ხოლო შორსწასულ შემთხვევაში დაბჟენა ან მინანქრის და გვირგვინის ჩანაცვლებაა საჭირო.