კონვერსიული დაავადებები სომატიზაციის ფორმაა და ვითარდება გვიან ბავშვობაში და ადრეულ მოზარდობის ასაკში. უფრო ხშირია ქალებში.
გავლენას ახდენს ცხოვრებისეული სტრესი და მცირდება ნებითი მოტორული და სენსორული ფუნქციების გაკონტროლება, შედეგი კი კანკალის მაგვარი მოძრაობაა  და გრძნობის დაკარგვა.
პაციენტს შეიძლება დაეკარგოს ბალანსი, იგრძნოს სისუსტე, ხელის ან ფეხის პარალიზი, ხშირია კრუნჩხვები, მხედველობის დაკარგვა, გაორებული ხედვა, სმენის დაქვეითება, აფონია და გართულებული ყლაპვა.
ეს გამოვლინებები ეპიზოდურია თუმცა შეიძლება ქრონიკულიც იყოს.

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით
- პაციენტი გრძნობს სისუსტეს ფეხის აწევის დროს  წოლით მდგომარეობაში, მაგრამ დადის ნორმალურად თითის წვერებზე.
- ტრემორი იცვლება ან ქრება პაციენტის შეფხიზლების შემდეგ
- თვალის გახელის რეზისტენტობა
- მილაკოვანი მხედველობა

მკურნალობისთვის ზოგჯერ ჰიპნოზს იყენებენ. რაც ეხმარება პაციენტს თავისი სტრესის და ეფექტების გაკონტროლებაში.