წითურას გამომწვევი ვირუსი არის რუბივირუსების ოჯახის წევრი.  ინფექციას ახასიათებს ტემპერატურის მატება, მაკულოპაპულარული გამონაყარი, სუბოქსიპიტალური და პოსტაურიკულარული (ყურის უკანა) ლიმფადენოპათია. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს: ართრალგია, ართრიტი და თრომბოციტოპენიური პურპურა.
ამ ვირუსის ორგანიზმში შეღწევა ხდება ცხვირის ღრუდან, შემდეგ კი იგი ვრცელდება ქვედა სასუნთქ გზებში. ასევე ვრცელდება ჰემატოლოგიური გზით ლიმფურ კვანძებში და რეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში. მეორადი ვირემია იწყება  დაინფიცირებიდან 6-20 დღის განმავლობაში. ვირემიულ ფაზაში რუბელა გავლენას ახდენს: ლიმფურ კვანძებზე, საშარდე სისტემაზე, ცერებროსპინალურ სითხეზე, ფილტვებზე.
ვირემიული ფაზის დროს ვირუსი დედისგან პლაცენტის გავლით აინფიცირებს ნაყოფს და იწვევს მის მრავლობით ანომალიებს: მუცლადყოფნის პერიოდში ზრდის შეფერხება, მენინგოენცეფალიტი, კატარაქტა, რეტინოპათია, სიყრუე, გულის მანკები, ჰეპატოსპლენომეგალია.
1962-1965 წლებში, წითურას ვირუსმა 12.5 მილიონი ადამიანი დააინფიცირა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქედან 20000 შემთხვევა იყო თანდაყოლილი. როდესაც დაიწყო ვაქცინაცია ამ ინფექციის საწინააღმდეგოდ, მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვაქცინაციის შემდეგ (0-2 სიკვდილი წელიწადში).

სიმპტომები
- გამონაყრიდან რამოდენიმე დღის მერე თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
თვალის ტკივილი, განსაკუთრებულად მოძრაობის დროს, კონიუქტივიტი,  თავის ტკივილები, ანორექსია, გულის რევის შეგრძნება, ლიმფადენოპათია (უკანა აურიკულარული და სუბოქსიპიტალური), წითურას ენანთემა (ენანთემა აქვს პაციენტების 20%-ს)
- გამონაყარი არის მოვარდისფრო-მოწითალო, მაკულოპაპულარული. მათი ზომა 1-დან 4 მმ-მდე მერყეობს.
- ტემპერატურა 38.5 გრადუსს არ აღემატება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება იმუნოსორბენტული მყარფაზოვანი ანალიზით, აგლუტინაციური ტესტით. ჰემაგლუტინაცია ინჰიბიციური ტესტი და სხვა ტესტები კეთდება საჭიროებისამებრ.
ასევე საჭიროა ახალშობილის რენტგენოლოგიური გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლუმბარული პუნქცია, ექოსკოპია  და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.