ეს არის რბილი ქსოვილების ინფექცია, რომელიც მოიცავს ცელულიტს, მიოზიტს და კლოსტრიდიულ მიონეკროზს.  ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა გვხვდება ტრამვების შემდგომ.
ინფექციის განვითარება ხდება დაზიანების შემდეგ რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. უცხო სხეული ჭრილობაში საგრძნობლად ზრდის კლოსტრიდიული ინფექციის რისკს. ინფექცია ვრცელდება ჭრილობიდან სისხლძარღვებამდე.

კლოსტრიდიული ცელულიტი: არის ლოკალური ინფექცია ჭრილობის ზედაპირზე და ვლინდება დაზიანებიდან 3 დღის შემდეგ. ვითარდება მიონეკროზი, ბულები, ყავისფერი ექსუდატი. ფერის შეცვლა და შეშუპება  კიდურებზე იშვიათია. ასოცირებულია სისხლძარების ოკლუზიებთან.
კლოსტრიდიული მიოზიტი: ყველაზე ხშირად ვითარდება პარენტერლურად წამლების გამოყენების შედეგად. შეშუპება და ტკივილი ხშირი სიმპტომებია.
კლოსტრიდიული მიონეკროზი: იწვევს მწვავე ტკივილს, ჭრილობა დაბინძურებულია, თავიდან ახასიათებს სიფერმკრთალე ხოლო შემდგომ მოწითალო ან ბრინჯაოს ფერი.
 

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით და ბაქტერიოლოგიით. მკურნალობა კი საჭიროებს დრენაჯს და პენიცილინის გამოყენებას.