მოზრდილთა ქლამიდიური კონიუქტივიტს იწვევს Chlamydia trachomatis. ქლამიდია შედის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რიგში.  
ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 2-დან 19 დღეს.  პაციენტების უმეტესობას აქვს თვალის ცალმხრივი ჩირქოვანი გამონადენი. ტარზალური კონიუქტივა არის უფრო ჰიპერემიული ფორმა და ხასიათდება ფოლიკულური დაზიანებებით. ხდება ლიმფური კვანძების გადიდება და თვალის შეშუპება. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს თვეები და არ პასუხობს ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებს.

დიაგნოსტიკა ხდება ლაბორატორიული ტესტებით, ბაქტერიოლოგიით და კლინიკური ნიშნებით.
მკურნალობა: აზიტრომიცინი ან დოქსიციკლინი.