კანალიკულიტი არის საცრემლე არხის ანთება. ყველაზე ხშირი გამომწვევია Actinomyces israelli, Candida albicans, Herpes simplex და გრამ პოზიტიური ბაცილები.
სიმპტომება ცრემლდენა, შეწითლებული თვალები, განსაკუთრებით ცხვირის მხარეს, ტკივილი.
რისკ ფაქტორებია:
- საცრემლე არხის ობსტრუქცია
- უცხო სხეული საცრემლე არხში
- ბაქტერია
პაციენტს ძირითადად აქვს ქრონიკული ცალმხრივი წითელი თვალი, ეპიფორა და შესაძლოა გამონადენი ცხვირიდან. დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით. ასევე გამიყენება ჰისტოპათოლოგია გამონადენის და ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
მნიშვნელოვანია თბილი კომპრესებით, მასაჟებით და ტოპიკალური ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ზოგი შემთხვევა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას (კანალიკულოტომია).