ბრონქიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც გვხვდება < 18 თვემდე ასაკის ბავშვებში.  გამოწვეულია ანთებით და ბრონქიოლების შეგუბებით. ბრონქიოლიტს უფრო ხშირად ვირუსი იწვევს და ავადობის მაჩვენებელი ზამთარში საგრძნობლად იზრდება.
იწყება გაციების სიმპტომებით, შემდეგ პროგრესირდება და იწვევს ხველას, ხიხინს და ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობას.   სიმპტომები გრძელდება დღეებიდან კვირების განმავლობაში (ზოგჯერ შეიძლება თვეც გაგრძელდეს).

სიმპტომები
პირველი რამოდენიმე დღე, სიმპტომები გაციების მსგავსია: ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ტემპერატურის მატება ( შეიძლება არ იყოს მომატებული). ამის შემდეგ  კი აღინიშნება ხიხინი. ხშირად ყურის ინფექცია ერთვება თან და ვლინდება როგორც ოტიტი.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
როდესაც ბავშვს მადა დაქვეითებული აქვს, არ აქვს სითხის მიღების სურვილი, სუნთქვა ხდება გახშირებული. რთულ შემთხვევაში ხასიათდება ღებინებით, ხიხინით, ძალიან ხშირი სუნთქვით (წუთში 60-ჯერ ჩასუნთქვით),  ლეთარგიით, ციანოზური კანით.

გამომწვევი მიზეზები
ბრონქიოლიტი ვლინდება ვირუსული ინფექციის შემდეგ. ბრონქიოლები შეშუპებულია და  წარმოიქმნება ანთების კერები. დაზიანების ადგილებში წარმოიქმნება და გროვდება დიდი რაოდენობით ლორწო, რომელიც კეტავს სასუნთქ გზებს, ამის გამო გართულებულია სუნთქვა.
ყველაზე ხშირად ბრონქიოლიტს  რესპირატორული-სინციტიალური ვირუსი იწვევს. ეს არის ხშირი ვირუსი რომლის სამიზნე 2 წლამდე ბავშვებია.  იგი აქტიურდება ზამთრის პერიოდში. ვრცელდება ძალიან სწრაფად, ჰაერწვეთოვანი გზით.

რისკ ფაქტორები
რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება: ნაადრევი მშობიარობა, ფილტვის სხვა დაავადებები, იმუნური სისტემის დაქვეითება, სიგარეტის მოწევა, ცხოვრება ხალხმრავალ გარემოში.

გართულებები
გართულებებია: ციანოზური კანი და ტუჩები (რაც გამოწვეულია ჟანგბადის ნაკლებობით), აპნეა, დეჰიდრატაცია, ძალიან დაბალი ჟანგბადის დონე და სუნთქვის უკმარისობა.

დიაგნოზი და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება რენტგენოლოგიური კვლევებით, ვირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებით , სისხლის საერთო ანალიზით , მკურნალობა მიზანშეწონილია  ანტივირუსული აგენტებით, ბრონქოდილატორებით, კორტიკოსტეროიდებით.