ბლეფაროსპაზმი  არის თვალის ირგვლივ კუნთების სპაზმი, რომელიც იწვევს თვალის უნებლიე მოძრაობას.
გამომწვევი მიზეზები უცნობია. ქალებში უფრო ხშირია ვიდრე კაცებში. იშვიათად გვხვდება სხვა დაავადების ფონზე (ტრიქიაზი, კერატოკონიუქტივიტი, პარკინსონი).
სიმპტომებია თვალის უნებლიე მოძრაობა, მწვავე ფორმებში პაციენტი ვერ ახელს თვალს. სპაზმი უარესდება დაღლილობის და ნერვიულობის დროს.
მკურნალობაში შედის ბოტულინის ტოქსინის ინექცია თვალის ირგვლივ კუნთებში. ანქსიოლიტური მედიკამენტები.  ასევე ქირურგია, რომლის დროსაც იჭრება პერიორბიტალური კუნთები. სათვალეები გვეხმარება მზის მგრძნობელობის დაძლევაში.