ატოპიური დერმატიტი ან ეკზემა იმუნური სისტემის პრობლემით გამოწვეული კანის ანთებაა. 70-80% შემთხვევებში იგი იმუნოგლობულინ E- ს მაღალ კონცენტრაციასთანარის ასოცირებული.
ეტიოლოგია და პათოფიზიოლოგია
ატოპიური დერმატიტი ძირითადად ბავშვებში გვხვდება. ისევე როგორც ასთმა, იგი დაკავშირებულია პრო-ალერგიულ/პრო-ანთებით T-უჯრედების იმუნურ პასუხთან.  
ხშირი ხელმშეწყობი გარემო ფაქტორებია: საკვები(რძე,კვერცხი,სოიო,თევზი) და სტაფილოკოკუს აურეუსი. 
eczema herpeticum დიფუზური ჰერპეს სიმპლექსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ატოპიური დერმატიტით დაავადებულ პაციენტებში თანმხლები პროფესია. 
დაავადებიდან  რამდენიმე დღის შემდგომ  ხშირია ადენოპათია და მაღალი სიცხე.  კანის დაზიანებები ინფიცირდება სტაფილოკოკით, ასევე პაციენტებს შეიძლება შიდა ორგანოების ვირემია ჰქონდეთ.
სიმპტომები და ნიშნები
ატოპიური დერმატიტი ძირითადად ადრეულ ბავშვთა ასაკში გვხვდება, ტიპიურად 3 თვემდე.  მწვავე ფაზა გრძელდება 1-2 თვე, გამოხატულია წითელი  დაზიანებებით, რომლებიც იწყება კისერზე და ვრცელდება თავზე, კიდურებზე და მუცელზე. ქრონიკული ფორმის დროს ხშირი ქავილი იწვევს დაზიანებების გაუარესებას და დაინფიციერაბას.
ატოპიური დერმატიტი შეიძლება მეორადი ბაქტერიული ინფექციით და ლიმფადენოპათიით გართულდეს.
დიაგნოზი
დიაგნოზი დგინდება პაციენტის ანამნეზის შეკრებით. მნიშვნელოვანია ოჯახის ანამნეზი, რადგან ნაწილობრივ ეს დაავადება გენეტიკური ხასიათისაა.
პროგნოზი და მკურნალობა
რეკომენდებულია დაბანის დროს ნელ-თბილი წყლის გამოყენება. ასევე ტანის ზეთები შხაპის შემდეგ.
ანტიჰისტამინური პრეპარატები პაციენტს ეხმარება ქავილის გაუვნებელყოფაში. 
კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება, ადგილობრივი თერაპია ბევრად უფრო უსაფრთხოა.
ტაკროლიმუსი და პიმეკროლიმუსი არის T უჯრედების მაბლოკირებელი პრეპარატები. მათ იყენებენ ისეთ პაციენტებში, რომელთა მკურნალობა არ ექვემდებარება კორტიკოსტეროიდებს. კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ მოსალოდნელია გვერდითი მოვლენები, ისეთი როგორიცა არის კანის ატროფია, სტრიების ჩამოყალიბება. 
ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობაც ხშირად გამოიყებნება ატოპიური დერმატიტის დროს (UVA / UVB) . 
Eczema herpeticum-ის მკურნალობა ხდება აციკლოვირით.