ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება არტერიის კედლების შესქელება, სანათურის შევიწროვება და სისხლის მიმოქცევის გართულება. ყალიბდება ათერომები, რომელთა სამიზნე საშუალო და დიდი ზომის არტერიებია. ფოლაქები შეიცავენ ლიპიდებს, ანთებით უჯრედებს, გლუვი კუნთის უჯრედებს და შემაერთებელქსოვილოვან კომპონენტებს.
ფოლაქები არსებობს სტაბილური და არასტაბილური.
სტაბილური ფოლაქები  ნელა იზრდება და ათწლეულის  შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს  სტენოზი (სისხლ-ძარღვის სანათურის შევიწროება), ხოლო არასტაბილური ფოლაქები ვითარდება სპონტანურად და იწვევს მწვავე თრომბოზს, სისხლ-ძარღვის სანათურის დახშობას ან ინფაქტს.
რისკ ფაქტორები: ასაკი, მამრობითი სქესი, ოჯახში დატვირთული ანამნეზი, დისლიპიდემია, დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი, სიმსუქნე, არასწორი კვება
სიმპტომები
ათეროსკლეროზი ძირითადად ასიმპტომატურია წლების განმავლობაში. როცა ვლინდება , ხშირია იშემიური შეტევები - ანგინა.
რთულ შემთხვევაში გამოიხატება ძლიერი ტკივილით, პულსის არარსებობით ან უეცარი სიკვდილით.
დიაგნოსტიკა

  • პაციენტის ანამნეზი
  • ცხიმების განსაზღვრა სისხლში
  • გლუკოზა და ჰემოგლობინი

მკურნალობა

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • ანტითრომბული მკურნალობა
  • სტატინები
  •  ბეტა ბლოკერები