ასტიგმატიზმი საკმაოდ ხშირი დაავადებაა, იწვევს მხედველობის დაბინდვას და  ვითარდება მაშინ როდესაც თვალის ბროლს და რქოვანას არ გააჩნია სრულყოფილი სიმრუდე.
ამ დროს რქოვანა და ბროლი განლაგებულია სხვადასხვა მიმართულებით. ეს მდგომარეობა განაპირობებს სინათლის სხივების სხვადასხვა სიბრტყეზე  არეკვლას და სხივების ფოკუსირება არ ხდება ერთნაირად. უსწორმასწორო შეიძლება იყოს ნებისმიერი სიბრტყე, და ძირითადად ეს სიბრტყეები ყველა თვალში განსხვავებულია.  
ასტიგმატიზმის გამოსწორება ძირითადად სათვალისა და კონტაქტური ლინზების საშუალებით ხდება.