აფაზია ნიშნავს მეტყველების უნარის დაქვეითებას ან დაკარგვას.  
აფაზიას იწვევს ტვინის ჰემისფეროების ქერქის ან მისი გამტარიანობის დაზიანება, ასევე სისხლდენა, თრომბოზები, ტრამვები და ა.შ. ყველაზე ხშირი გამომწვევი არის ინსულტი, რომელიც გავლენას
მეტყვლების ცენტრზე ახდენს.
ასეთ პაციენტებს უჭირთ მეტყველება, წერა, გააზრება და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე განსჯის, წინადადების გააზრების უნარი აქვთ დაქვეითებული.
აფაზიის მკურნალობა ხდება საუბრის უნარიანობის აღდგენით. მკურნალობის მიზანია: სიტყვების გაგება; შეკითხვების გააზრება; მიმართულებების განსაზღვრა; სიტყვების და წინადადებების წარმოთქმა; წერა და კითხვა. სწორად დაწერა ასოების, სიტყვების და წინადადებების;  წაკითხვა მოკლე ისტორიების და გააზრება; იდეების და აზრების გაზიარება.