ანორექსია გვხვდება გოგონებში და ახალგაზრდა ქალებში. ასეთი პაციენტების კვება არარეგულარია და მოიცავს ძალიან მცირე ულუფებს, შესაბამისად ისინი ზედმეტად იკლებენ წონაში და ვეღარ იკვებებიან სწორად. გამომწვევი მიზეზი არის წონაში დაკლების მიზნით თავის შიმშილამდე მიყვანა და საკვები ულუფების საგრძნობლად შემცირება.

ასეთი ადამიანები საშინელი სიგამხდრის დროსაც კი გრძნობენ თავს ჭარბწონიანად  და ისევ აგრძელებენ ასეთ კვებას. მადა უქვეითდებათ და არიან კახექსიურები. ისინი ითვლიან კალორიებს და შეისწავლიან სხვადასხვა სახის დიეტებს,  აქვთ ყაბზობა, აწუხებთ მუცლის შებერილობა. ფიზიკური სიმპტომებია: ბრადიკარდია, დაბალი წნევა, ჰიპოთერმია, მცირე ჰირსუტიზმი, კბილების პრობლემები, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება.

მკურნალობისთვის აუცილებელია ფსიქოლოგიური თერაპია, ორგანიზმის სითხით და ვიტამინებით გაჯერება და მეორე თაობის ანტიფსიქოზური მედიკამენტები.