მწვავე ტუბულარული ნეკროზი არის თირკმლის დაზიანება, რომელიც ხასიათდება  ტუბულარული უჯრედების მწვავე დაზიანებითა და დისფუნქციით. ყველაზე ხშირი გამომწვევია ჰიპოტენზია და სეფსისი. შესაბამისად ჰიპოტენზიისა და სეფსისის მიზეზები თირკმლის  ჰიპოპერფუზია და ნეფროტოქსიური წამლებია.

ხშირი გამომწვევებია

თირკმლის ჰიპოპერფუზია, რომელიც ჰიპოტენზიითა და სეფსისით არის გამოწვეული.

ნეფროტოქსინები

ოპერაციები

მესამე ხარისხის დამწვრობები

მასიური ჰემოლიზი

მოწამვლა ეთანოლით

ამინოგლიკოზიდები

ცისპლატინი და სხვა ქიმიოთერაპიული წამლები

რადიოკონტრასტი

ვანცომიცინი

მწვავე ტუბულარული ნეკროზი უფრო მეტად ემართება იმ პაციენტებს ვისაც აქვთ ქრონიკული თირკმლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ხანდაზმული ასაკი.

სიმპტომები

დაავადება ასიმპტომურია, სანამ არ ჩამოყალიბდება თირკმლის მწვავე უკმარისობა. ხშირად პაციენტს აღენიშნება ოლიგურია (შემცირებული შარდის რაოდენობა).

დიაგნოზი

საჭიროა დიფერენციული დიაგნოზი პრე-რენულ აზოტემიასთან

ლაბორატორიული სინჯები (კრეატინინი).