პიელონეფრიტი არის თირკმლის პარენქიმის ბაქტერიული ინფექცია. 95%-ში პიელონეფრიტი დაკავშირებულია აღმავალ ინფექციებთან, ობსტრუქციებთან (კენჭები, სიმსივნე). იმის რისკი, რომ ბაქტერია მოხვდება აღმავალ გზებზე უფრო დიდია როცა ურეთრალური პერისტალტიკა არის შემცირებული ან დათრგუნული, რაც ორსულობის და ობსტრუქციის დროს გვხვდება. მეორე გზა საიდანაც ბაქტერია ხვდება საშარდე სისტემაში ჰემატოგენური გზაა სადაც ძირითადად გამომწვევი აგენტებია: S.aureus, P.aureginosa, Salmonella.

დაზიანებული თირკმელი ზომაში იზრდება ანთებისა და ედემის (შესუპების) ფონზე. ინფექცია არის ლოკალური და წერტილოვანი, იწყება თირკმლის მენჯსა და მედულაში და გადადის კორტექსში, რომელმაც შესაძლოა სუბკორტიკალური და მედულარული აბსცესი გამოიწვიოს.

მწვავე პიელონეფრიტის სიმპტომებია გახშირებული შარდვა, დიზურია (წვა და ტკივილი შარდვის დროს), მაგრამ ცისტიტისგან განსხვავებით მწვავე პიელონეფრიტს აქვს მკვეთრად გამოხატული მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ფერდქვეშა ტკივილი, შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. მტკივნეული და გადიდებული თირკმელი პალპაციით შესამჩნევია. მასიური პიურია (შარდში ჩირქის არსებობა).

დიაგნოზი და მკურნალობა  

შარდის ანალიზი.

შარდის ბაქტერიოლოგიური დათესვა.

მკურნალობა - ანტიბიოტიკები.