2018 წლის 1 ოქტომბერს ნობელის პრემია მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში გადაეცა ჯეიმს ალისონს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ტასუკუ ჰონჯოს იაპონიიდან. მათი მეცნიერული შრომები ეხებოდა კიბოს იმუნოთერაპიას და იმუნური სისტემის თვისებას გაანადგუროს სისმსივნური უჯრედები. ამ შრომებმა ბიძგი მისცა ახალი ტიპის მედიკამენტების შექმნას რომლებმაც შვება მოჰგვარა ბევრ სიმსივნით დაავადებულ ისეთ პაციენტს, რომლებსაც მკურნალობის სხვა ალტერნატა აღარ ჰქონდათ დარჩენილი.

მათი წარმატება არ იყო მყისიერი, ათწლეულების განმავლობაში იმუნოთერაპიას ბევრი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებდა.

ჯეიმს ალისონის და ტასუკუ ჰონჯოს აღმოჩენებამდე, კიბოს მკურნალობა მოიცავდა ქირურგიას, რადიაციულ თერაპიას და ჰორმონულ თერაპიას.

ნებელის პრემიის კომიტეტმა ერთერთი ასეთი განცხადება გააკეთა მათი მიღწევების შესახებ: "მათ შემოიტანეს სრულიად ახალი პრინციპი კიბოს მკურნალობაში".

F:\Web\News\nobel 2.png

მედიკამენტებს რომლებიც შექმნილი იყო მათი შრომების საფუძველზე ეწოდებათ ჩეკპოინტის ინჰიბიტორები, და ყველას გააჩნია რთული სახელწოდებები, მაგრამ ბევრი სახელწოდება პაციენტებისთვის დასამახსოვრებლად სასიამოვნო გამოდგა დადებითი შედეგებიდან გამომდინარე. ამ ტიპის პირველი ნებადართული მედიკამენტები იყო იპილიმუმაბი (იერვოი), ნივოლუმაბი (ოპდივო) და პემბროლიზუმაბი (კეიტრუდა). ამის შემდეგ სხვა მედიკამენტებიც გამოჩნდა ფარმაცევტულ ბაზარზე.

ადრეულ წლებში სხვა მკვლევარების შრომებშიც იყო მცდელობა გაეაქტიურებინათ იმუნური სისტემა კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, ხანდახან ეს კვლევები წარმატებული იყო,  მაგრამ უმეტესობა უშედეგოდ სრულდებოდა.

 

ჯეიმს ალისონმა და ტასუკუ ჰონჯომ მიაღწიეს წინსვლას იმ საკითხებში რომლებშიც სხვები ვერ აღწევდნენ სასურველ შედეგს. მათ ზუსტად გაშიფრეს ის, თუ როგორ ურთიერთქმედებდნენ უჯრედები ერთმანეთთან და ამის საფუძველზე შეძლეს დაეხვეწათ იმუნური უჯრედების რეგულაცია იმდაგვარად რომ იმუნური სისტემის კონტროლი გამხდარიყო შესაძლებელი.

ჩეკპოინტის ინჰიბიტორი მედიკამენტები არ არის ეფექტური ყველა პაციენტისთვის და ისინი ნებადართულია მხოლოდ რამდენიმე ტიპის კიბოს სამკურნალოდ. მათ გააჩნიათ ბევრი გვერდითი ეფექტი და არიან საკმაოდ ძირადღირებული მედიკამენტები - 100 000 აშშ დოლარი ერთწლიანი მკურნალობის კურსი.

მაგრამ თავად იმუნოთერაპიის პრინციპი გახდა ერთერთი მთავარი მკურნალობის მეთოდი კიბოსთან ბრძოლის პროცესში. უამრავი ახალი კვლევა არის წამოწყებული ამ იმუნოთერაპიის მიმართულებით და თავად ჯეიმს ალისონი და ტასუკუ ჰონჯოც განაგრძობენ მუშაობას, რათა იპოვონ საუკეთესო გზა იმისთვის რომ შემუშავდეს ამ მედიკამენტების ერთმანეთთან და სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად ეფექტური კომბინაცია.

ჩეკპოინტის ინჰიბიტორი მედიკამენტები ამ დროისთვის გამოიყენება ფილტვის, თირკმლის, შარდის ბუშტის, თავის და კისრის, კანის აგრესიული მელანომის, ჰოჯკინის ლიმფომის და სხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

ექიმი ჰონჯო, 76 წლის, დიდიხანია არის კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც მან ჩაატარა ძირითადი კვლევები. ის სამეცნიერო მიმართულებით ადრეულ ეტაპზე ასევე მუშაობდა ოსაკას უნივერსიტეტში, ტოკიოს უნივერსიტეტში და ვაშინგტონის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში.

ექიმი ალისონი, 70 წლის, არის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტეხასის უნივერსიტეტის მ.დ. ანდერსონის კიბოს ცენტრში. მისი შრომა რომელიც აღიარებული იყო ნობელის პრემიის კომიტეტის მიერ ჩატარებული იყო ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში და ნიუ იორკის მემორეალურ სლოან კეტერინგის კიბოს ცენტრში.